614 ქართული ვაზის ჯიში ერთ წიგნში
მესხეთ-ჯავახეთის ჰავა
რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ღვინის ქართველ მწარმოებლებს
GIZ–ის პროექტი მეღვინეებისთვის
ქართული ვაზის დიდი მოამაგე
ქართლის მევენახეობის რაიონების ჰავა
ა. შატსკი, ქართლის მევენახეობის რაიონების ჰავა. თბ. მევენახეობა–მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა. 1938.
ღვინის მეგზური: პრაქტიკული სახელმძღვანელო
მალხაზ ხარბედია, ღვინის მეგზური: პრაქტიკული სახელმძღვანელო, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 2018.
ჩავლილი 2018 წელი ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში
გიორგი ბარისაშვილი
ტრადიციულ წლის მიმოხილვას გამოცემებით დავიწყებთ. საკითხი ძალზე პრობლემატურია, რადგან დრო მიდის და თანამედროვე, პოპულარული ენით დაწერილი ლიტერატურა ფაქტობრივად არ მოგვეპოვება იშვიათი გამონაკლისების გარდა. გვაქვს შემთხვევები, როდესაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩარჩენილი ზოგიერთი ავტორი ამავე პერიოდის ლიტერატურის კოპირებითაა დაკავებული, რომელსაც საკუთარი გვარ-სახელით გვთავაზობს და სხვა. სამწუხაროდ ამგვარი ლიტერატურა ყოველწლიურად გამოიცემა. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ არ არსებობს რაიმე კომისია, რომელიც ვაზისა და ღვინის სფეროს გამოცემებსა და თუნდაც ცაკლეულ სტატიებს გააკონტროლებდა. დღეს ყველაზე მეტად დგას ამგვარი კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რათა თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი იმგვარი სამარცხვინო „მაკულატურის“ გამოცემა, როგორებიც უკვე მოესწრო ბოლო წლების განმავლობაში. ამ მხრივ არც გასული წელი იყო გამონაკლისი და არც მომავალი წელი იქნება, სავარაუდოდ. თუმცა საკითხი საზოგადოებას მივანდოთ და მან თავად განსაჯოს ამა თუ იმ გამოცემის ავკარგიანობა. გასულსავე წელს დაფიქსირდა ერთი პლაგიატის შემთხვევაც,რომელიც მევენახეობის ლიტერატურას ეხება, თუმცა ამ თემას არ დავაკონკრეტებთ.
დავიწყებთ ნუგზარ ბაღათურიასა და ნანა ბეგიაშვილის ნაშრომით „ქვევრის ღვინის ქართული ტექნოლოგია“. მონოგრაფია მეცნიერულ ხასიათს ატარებს და ის პრაქტიკოსი მემარნეებისთვის არ არის განკუთვნილი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ ბატონი ნუგზარ ბაღათურიას 2015 წელს გამოცემული წიგნი „ენოლოგია“, რომელიც მიზეზთა გამო 2015 წლის მიმოხილვაში სამწუხაროდ არ გვქონდა მოხსენიებული და ამ შეცდომას ახლაღა ვასწორებთ.
მომდევნო ნაშრომი, სახელოწდებით „მემარნის უბის წიგნაკი“, ეკუთვნის მირიან ნიკოლაძეს. წიგნი ნამდვილად საინტერესოა, რადგან გარდა ძირითადი, ავტორისეული მოსაზრებებისა, მასში განხილულია სხვადასხვა ავტორების სტატიებიდან და წიგნებიდან აღებული ინფორმაციაც.
გასულ წელს გამოიცა გ. ბარისაშვილის ორი ბროშურა „ქვევრი და ღვინო“, რომელიც ეხება კონკრეტულად ქვევრში კახური ტრადიციული ქარვისფერი ღვინის დაყენებას და „მარნის აშენება და მოწყობა“, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული მარნების მშენებლობის ერთგვარ ილუსტრირებულ სახელმძღვანელოს.
ძალზე საინტერესოა დავით ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული ინგლისურენივანი წიგნი „GEORGIA the CRADLE of viticulture“ (საქართველო - მეღვინეობის აკვანი). წიგნი გამოიცა სპეციალურ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით. ის, ამავდროულად, შესანიშნავი საჩუქარი იქნება საქართველოს მევენახება-მეღვინეობით დაინტერესებული უცხოელებისთვისაც.
მომდევნო გამოცემაა საიმონ ვულფის ინგლისურენოვანი წიგნი „AMBER REVOLUTION“ (ქარვისფერი რევოლუცია). საკმაოდ მოცულობით, ილუსტრირებულ წიგნში თავმოყრილი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მემარნეები, რომლებიც მისდევენ ნატურალურ მეღვინეობის მიმართულებას. წიგნში შესულია საქართველოც. აღსანიშნავია, რომ ავტორი თავად იყო ჩამოსული საქართველოში და მან თვითონ მოიარა საკუთარ წიგნში შეტანილი ყველა მარანი და ადგილი.
გვინდა შევეხოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან სტატიას, სათაურით „ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმი - კოლექცია საქართველოში მევენახება-მეღვინეობის შესახებ“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „LA REVUE DES MUSÉES DE FRANCE“ (საფრანგეთის მუზეუმების მიმოხილვა), ავტორები: ედუარდ დე ლაუბრი, მერაბ მიქელაძე, გ. ბარისაშვილი.
საქმე ისაა, რომ მარსელში, ერთ–ერთ მუზეუმში გაიხსნა საქართველოს კუთხე. ამისათვის ქართულმა მხარემ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა ექსპონატები. ჟურნალში გამოქვეყნებულ ამ პუბლიკაციაში მოთხრობილია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობისა და ქართული კულტურის შესახებ. ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობა მარსელის მუზეუმთან.
ქართული სოფლის მეურნეობისა და კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობის სტატიების მხრივ მუშაობს აგრძელებს ჟურნალი „აგრარული საქართველო“, რომელიც მკითხველს ყოველთვიურად სთავაზობს ვაზისა და ღვინის სფეროდან დარგობრივ სტატიებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.
შემდეგი გამოცემაა შალვა ავალიანის „ღვინის ტექნოლოგია“ (მეორე გამოცემა). ეს სახელმძღვანელო ავტორმა 1969 წელს გამოსცა.
ცხადია, აღნიშვნის ღირსია „ქართული ღვინის გზამკვლევი“ მალხაზ ხარბედიას ავტორობით. ამ წელს გზამკვლევი სამ ენაზე გამოიცა. გზამკვლევი ყოველწლიურად გამოდის და ის დიდ სამსახურს უწევს ქართული ვაზისა და ღვინით დაინტერესებულ ადამიანს, ქართველსა თუ უცხოელს.
გასული წლის მიწურულს გამოიცა წიგნი „ქართული ვაზის ჯიშები“. ავტორები: ლევან უჯმაჯურიძე, გიორგი კაკაბაძე, ლონდა მამასახლისაშვილი. გამოცემა უდაოდ უნდა ჩაითვალოს წლის მოვლენად ქართული ვაზისა და ღვინის სფეროებში. ესაა ილუსტრირებული და სრული კატალოგი ქართული ვაზის ჯიშებისა, სადაც გარდა ძველი ქართულისა, შესულია ასევე ახალი, სელექციური ჯიშებიც. მასში მოცემულია იმ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალიც, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან.
საქართველოს ვაზისა და ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემა ბატონი ლევან ფრუიძის შესანიშნავი ნაშრომი „საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიაა“ (წიგნი 3). პირველ ორ ტომთან ერთად ეს გახლავთ დიდი შენაძენი, რომელიც, მეორე მხირვ, განხლავთ ბატონი ლევანის ვაზისა და ღვინის სფეროში ათეულობით წლების ერთგვარი შეჯამება. წიგნი გამოიცა ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით.
მომდევნო გამოცემა გახლავთ ბატონი თამაზ კობაიძის შესანიშნავი და ამასთან ძალზე საჭირო წიგნი „მევენახეობა-მეღვინეობის ენციკლოპედიური ლექსიკონი“. ამგვარი ვრცელი და სერიოზული ნაშრომი ჩვენ აქამდე არ მოგვეპოვებოდა და ამიტომ, ის ნამდვილად დიდი შენაძენია.
კიდევ ერთი გამოცემა - ესაა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერმილე ნაკაშიძის ავტორობით გამოცებული წიგნი „მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში“.
და ბოლოს, მალხაზ ხარბედიას ავტორობით გამოცემული წიგნი „ღვინის მეგზური“ (პრაქტიკული სახელმძღვანელო), აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის დაკვეთით. ესაა დამხმარე სახელმძღვანელო ღვინის მეგზურებისთვის (გიდებისთვის) და ამავე დროს აქ დეტალურადაა განხილული აჭარის მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის თანამედროვე მდგომარეობა და პოტენციალი.
ამრიგად, 2018 წელი აქამდე ჩვენს მიერ განხილულ სხვა წლებთან შედარებით უდაოდ ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ამ მხრივ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.
დარგში გადაღებული ფილმებიდან ვფლობთ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტს მოკლემეტრაჟიანი საპოპულარიზაციო ფილმის სახით -„საქართველო - ღვინის სამშობლო“. ფილმი ეხება საქართველოს ღვინის კულტურასა და ბორდოში გახსნილი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის მუზეუმის საკითხებს და ამრიგად ისაა ერთგვარი მატიანე.
გვინდა მოკლედ შევეხოთ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული მარნების მშენელობის საკითხს. გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კახეთში ტრადიციული მარნები უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე შენდება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ ამ გარემოებას ხელი არ შეეშალა, ალბათ 10 წელიწადში ნამდვილი ღვინის ქვეყანა ვიქნებით. ამის ხელშემშლელი პირობები კი მრავლადაა, რომელთა მიზეზი კი ჩვენსავე თავში უნდა ვეძებოთ. ამ ეტაპზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მცირე მემარნეების დარგობრივი ცოდნის დონე, რაც აისახება კიდეც ჩვენი ღვინის ხარისხზე. მეორე მხრივ თავად მარნების მშენებლობისა და სისწორის საკითხიცაა დასაფიქრებელი. ვერც ღვინის ტურიზმის მხრივ დავიკვეხნით. არადა, ეს სფერო წესით უკვე ძალიან განვითარებული უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვანაირადაა და ეს მნიშვნელოვანი საკითხი არასწორი მხრივ ვითარდება, ხოლო ქართული ღვინის ტურიზმი კი სულ სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს. მისასალმებელია, რომ გასულ წელს მევენახეობის განაკუთრებულ ზონებს ახალი ადგილი შეემატა. ესაა მიკროზონა ხაშმი, რომელიც თავის მხრივ საფერავის ჯიშის ვაზს უკავშირდება. ამ მხრივ ჯერ დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, ხოლო უპირველეს ყოველისა გამოსასწორებელია ის სამარცხვინო შეცდომები, რის დროსაც აქამდე არსებული მიკროზონები უაზროდ გაფართოვდა ქინძმარაულში, ხვანჭაკარაში და სხვა. ამ შემთხვევაში ეს საკითხი სპეციალურმა კომისიამ უნდა მოამზადოს და ფართო საზოგადოებას მიანდოს განსახილველად. ორი კაცისა თუ ქალის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, თუ რამხელა და როგორი იქნება ესა თუ ის ძველი თუ ახალი მიკროზონა.
მეღვინეობის სფეროში ჩატარებულ შიდა თუ საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციებს უკვე სათვალავი აღარა აქვს. ჩვენში კი ძალზე მნიშნველოვანია ახალი ღვინის ფესტივალი, ექსპო-ჯორჯიას გამოფენა, ფესტივალი ამერ-იმერი, ქართული ღვინის კვირეული და სხვა.
დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ტრადიციული ჭაჭის საკითხიც, რაც უპირველესად კანონმა უნდა დაარეგულიროს. ამ სასმელის წარმოებას ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ჯერჯერობით მაღაზიებში წარმოდგენილი ჭაჭა ეწოდება ღვინის ქარხნებში ლექების მონაწურის, ან დაავადებული ღვინისგან გამოხდილ სითხეს, რაც უმეტესად მუხის ბურბუშელის ნახარშითაა გაზავებული და მუხის კასრებში დაძველებულად კი საღდება. მისახედია ამ სასმელის აქციზირების საკითხიც. „არყის ბაჟის“ საკითხს თავის დროზე წმ. ილია მართალიც შეეხო, თუმცა პრობლემა პრობლემადვე რჩება და ჯერ ჩვენ იმაზეც ვერ შევჯერდით, თუ რა უნდა ერქვას ღვინის ქარხნების ზემოთხსენებული ტექნოლოგიით გამოხილ სასმელსა და რა სახელს უნდა ატარებდეს სრული წესების დაცვით გამოხდილი ჭაჭა. ზოგადად ქართულ კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ არაერთი ცვლილებაა შესატანი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობა საკითხისთვის გამოძებნის დროს.
გასულ წელს კინოთეატრ ამირანში გაიმართა ჩვენება ფილმისა „ნულოვანი მერიდიანი“ (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე), საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის მონაწილეობით. ქართულ ვაზზე და ღვინოზე ამ ხარისხის ფილმი აქამდე არ მოგვეპოვებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ფილმმა უცხოეთის არაერთ კინოფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საკმაო წარმატებებიც მოიპოვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მოსახლეობის ინიციატივა ძველი ქართული ვაზის ჯიშების გაშენების შესახებ. ტენდენცია ჯერხნობით ქართლსა და კახეთში აღინიშნება, თუმცა ამ ეტპაზე პროცესს ექსპერიმენტული ხასიათი აქვს და საერთო საქმე ნელა ვითარდება. ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ბიო და ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განსაკუთრებული წინსვლა. ამ მხრივ უკვე არაერთი სპეციალური ღონისძიებაც ჩატარდა. მაგალითად, ნატურალური ღვინის ფესტივალი „ამერ-იმერი“, ასევე „ნული კომპრომისი“, ე.წ. „ზერო“ და სხვა. ეს გარემოება ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოება ამისათვის მზადაა და განსხვავებით ინდუსტრიული მეღვინეობისა, უფრო ფართოდ ჩაერთო ამ მიმართულებაში. ბოლო პერიოდში ბიო და ნატურალური მეღვინეობის მიმართულება ერთიორად გაიზარდა, რაც მისასალმებელია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროებისათვის პრიორიტეტი არის ბიო-მიმართულება, რისთვისაც დღევანდელი საზოგადოება ნამდვილად მზადაა.
ამგვარად ჩაიარა 2018 წელმა ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ყველაზე ნათელ წერტილად მაინც გამოცემები უნდა ჩაითვალოს, რომელთა მეშვეობით ქართული ლიტერატურა ნამდვილად გამდიდრდა. ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ტენდენცია გარდა ლიტერატურისა, სხვა სფეროებსაც გადაედება. მევენახება-მეღვინეობის დარგი ჯერჯერობით მაინც შეჭირვებულ დღეშია და საჭიროებს ჩვენს გვერდში დგომას. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონებს ლევან ფრუიძესა და თამაზ კობაიძეს მათი განსაკუთრებული ღვაწლისათვის. ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომლებიც მოღვაწეობენ ბიო და ნატურალური მეღვინეობის სფეროებში და ჩვენც დიდად გვიდგანან გვერდში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობა განვითარდება და თავის ღირსეულ ადგილზე დადგება. იგივე იმედს გამოვთქვამთ ღვინის ტურიზმის სფეროზეც. უპირველესად კი რეფორმებს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ ითხოვს, თუმცა მეორე საკითხია მისი რეალობაში განხორციელება.
მცხეთა, 2018 წ.
© ღვინისკლუბი/vinoge.com
„ყველი, ღვინო და...“ – სტუმარი ანა გოდაბრელიძე
GIZ - დუალური პროფესიული განათლება - ღვინის სექტორი
ქართული ღვინო დღეს – 2018
ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. XXI საუკუნის დასაწყისს მომავალში ალბათ ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად შეაფასებენ ამ თვალსაზრისით, რადგან სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ქართულმა ღვინომ ხელახლა თავი, დარწმუნდა საკუთარ ძალებში. გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, კომპანიები და დასახელებები, რის გამოც გაცილებით მრავალფეროვანი გახდა ქართული ღვინო. უკანასკნელი წლების მანძილზე მთელმა რიგმა პრობლემებმაც იჩინა თავი, რომელიც შიდა თუ გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, თუმცა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობისას დაისახა ის გზები, გამოიკვეთა ის პრინციპები, რომელიც, იმედია მალე ახალ სულს შთაბერავს ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას.
დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული (1990-2000 წ.) განსაკუთრებით მძიმე იყო მეღვინეობის სფეროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი დასავლური ტიპის ღვინის საწარმოები, შემოვიდა მსხვილი ინვესტორი (კომპანია Pernod Ricard) და გაჩნდა ახალი ბაზრები, 2000 წლამდე საქართველოში არსებითად ძალების მოკრების პერიოდი იყო. XXI საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება ყურძენზე, განსაკუთრებით კი წითელ ყურძენზე, გაშენდა საფერავის ახალი ვენახები, სტაბილური გახდა ფასიც.
2005 წლისთვის იმატა ექსპორტმაც - თუკი 90-იან წლებში საშუალოდ 5 მილიონი ლიტრი ღვინო გადიოდა ქვეყნიდან, 10 წლის შემდეგ ეს რაოდენობა უკვე 40 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. სწორედ ამ დროს გამოცხადდა ქართულ პროდუქტებზე ემბარგო რუსეთში. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებებით აკრძალა ქართული ღვინო და მინერალური წყალი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისთვის და კონკრეტულად ღვინის სფეროსთვის, რადგან ყველაზე მეტი ღვინო სწორედ რუსეთში გადიოდა საქართველოდან.
ცალკე საუბრის თემაა ის, თუ რატომ გახდა ასე დამოკიდებული ჩვენი ღვინო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე? და რის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა უფრო ფართო ხედვები, რაც საშუალებას მოგვცემდა ქართული ღვინო არამხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის, არამედ ყველაზე საინტერესო და მკაცრ ბაზრებზედაც დაგვემკვიდრებინა. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, თუმცა ერთი რამ ცხადია, შედეგის მისაღწევად პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა ნოსტალგიური იმიჯი ახალი, ჯანსაღი მიდგომებით ჩაგვენაცვლებინა, სადაც თავის ადგილს დაიკავებდა თანამედროვე ტიპის ღვინოებიც და ტრადიციული, უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინოებიც. სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. დიდი კომპანიების უმრავლესობა კვლავინდებურად რუსეთში ბაზარზე არჩევენ დამკვიდრებას, რაც მკვეთრად აისახება ღვინის ხარისხზეც და სტილისტიკაზეც.
ემბარგოს პირველი ორი წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ყურძენზე მკვეთრად დაეცა მოთხოვნილება, 2005 და 2007 წლის ძალზე უხვმა მოსავალმა კი თვალნათლივ დაგვანახა ის ხარვეზები, რომელთანაც უახლოეს მომავალში მოუწევდა ბრძოლა ქართულ მეღვინეობას. 2007 წლიდან, სახელმწიფო შეეცადა სუბსიდირებით გადაეჭრა საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, სექტორის განვითარებაზე ვერანაირ დადებით გავლენას ვერ ახდენდა.
რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველომ მალე მოიპოვა ალტერნატიული ბაზრები და ექსპორტი თანხობრივად 2006 წლის მაჩვენებელსაც მიუახლოვდა. 2013 წელს ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა, რაც დიდი გამოცდა აღმოჩნდა, არამხოლოდ კომპანიებისთვის, არამედ მევენახე–გლეხებისთვისაც. 2013–2017 წლის რთველზე ჭარბი ყურძნის პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა (როგორც ყოველთვის არის ხოლმე ბოლო წლებში), თუმცა საკმაოდ არაჯანსაღი ისტერია ატყდა და ფასებიც არარეალური დადგინდა. მაგალითად, 2014 წელი გვალვიანი გამოდგა და საგრძნობლად შემცირდა მოსავალი, რის გამოც ფასი კიდევ უფრო გაიზარდა კახეთშიც და დანარჩენ საქართველოშიც (რეკორდულ 10 ლარს მიაღწია რაჭაში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასმა). 2015 წელი მოსავლიანი, ხარისხიანი და განსაკუთრებული იყო. შეიძლება ითქვას, წლების მაძილზე ასეთი მოსავალი არ ყოფილა საქართველოში და რაც მთავარია, 2015 წელს გაცილებით მეტმა ოჯახურმა თუ მცირე მარანმა დააყენა თავისი ღვინო, რამდენიმე დიდმა კომპანიამ კი საგრძნობლად გაზარდა წარმადობა. კიდევ უფრო მეტი წინსვლა იყო ამ თვალსაზრისით 2016–2017 წლებში. გაჩნდა ათეულობით ახალი მცირე მარანი და ბევრმა მევენახემ უკვე თავად გადაწყვიტა ღვინის დაყენება, ნაცვლად იმისა, რომ ღვინის საწარმოებისთვის ჩაებარებინა ყურძენი.
რუსეთის ბაზარზე დაბრუნების დადებითი და უარყოფითი მხარეები ცხადად გამოჩნდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე. 2015 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ძირითადად ჩინურ ბაზარზე დამკვიდრებაზეა ორიენტირებული და ჩინური მხარეც ძალიან აქტიურობს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, მე–3 ადგილზე დამკვიდრდა.
ფართობი, ჯიშები, წარმოებული ღვინო
80-იანი წლების დასაწყისის მონაცემებთან შედარებით, დღეს საქართველოში ვენახის ფართობები ორჯერაა შემცირებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დიდ ფართობებზე გაშენდა ახალი ვენახები. 30 წლის წინ იგი 120 ათას ჰექტარს აღწევდა, დღეს კი დაახლ. 55 ათას ჰექტარზეა ვენახები გაშენებული. კლება ძირითადად 90-იან წლებზე მოდის, თუმცა, როგორც გითხარით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ისევ დაიწყეს ახალ ფართობებზე ვენახების გაშენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ უკანასკნელი რამდენიმე წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც, შეინიშნება შედარებით იშვიათი და განსაკუთრებული ჯიშების გავრცელების ტენდენციაც. ეს სულ მალე გაცილებით მრავალფეროვანს გახდის ქართული ღვინის ჯიშურ შემადგენლობას და ამის ცხადი ნიშნები უკვე 2015-2017 წლებში გამოჩნდა ბოლო ახალი ღვინის ფესტივალებზე.
საქართველოში გაშენებული ვენახების 70%-მდე კახეთზემოდის, 20%-მდე იმერეთზე, დანარჩენი კი ქართლზე, რაჭა-ლეჩხუმზე, სამეგრელოზედა გურიაზე.
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად რქაწითელისჯიშის ყურძენია გავრცელებული, დღევანდელი მონაცემებით მას 27 000 ჰექტრამდე უკავია, შემდეგ მოდის საფერავი, რომელიც 15 000 ჰექტრამდეა გაშენებული, ცოლიკოური, დაახლოებით 7 000 ჰექტარი, ასევე - ციცქა, ჩინური, მწვანე კახური,გორული მწვანე, ალექსანდროული-მუჯურეთული, ქისი, ხიხვი, თავკვერი, კრახუნა, ძელშავი, შავკაპიტო, ოჯალეში, ჩხავერი.
საქართველოში იწარმოება დაახლოებით 150-280 ათასი ტონა ყურძენი, საიდანაც 150 ათას ტონამდე ღვინის კომპანიებში მუშავდება, 15 ათასი სუფრის ყურძნად და ყურძნისგან დამზადებული სხვა პროდუქტის დასამზადებლად მოიხმარება (ყურძნის წვენი, ჩურჩხელა და ა.შ), 100 ათას ტონაზე მეტს კი კერძო პირები იძენენ და საკუთარ, ე.წ. ოჯახის ღვინოს აწარმოებენ.
საქართველოში 18 ადგილწარმოშობის დასახელებაა რეგისტრირებული. აქედან 14 კახეთში (მანავი, კარდენახი, ტიბაანი, გურჯაანი, კოტეხი, ვაზისუბანი, კახეთი, მუკუზანი, ახაშენი, წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი, ქინძმარაული), და თითო-თითო ქართლში (ატენი), იმერეთში (სვირი), რაჭაში (ხვანჭკარა) და ლეჩხუმში (ტვიში). ამათგან ყველაზე დატვირთული რამდენიმე დასახელებაა: წინანდალს, მუკუზანს, ქინძმარაულს, ტვიშსადა ხვანჭკარასსაკმაოდ ბევრი ღვინის კომპანია აწარმოებს. შედარებით მცირე რაოდენობით იწარმოება: მანავი, ახაშენი, ვაზისუბანი, ტიბაანი, გურჯაანი, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი. ბოლო წლებში თითქმის აუთვისებელია სვირისადა ატენისადგილწარმოშობის დასახელებები და იგი ჯერ კიდევ ელის მწარმოებლებს.
ექსპორტზე ყველაზე მეტი ქინძმარაული გადის, შემდეგ კი მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, ხვანჭკარა, ტვიში, ყვარელი და ვაზისუბანი. როგორც ხედავთ ჩამოთვლილი ლიდერი 8 ადგილწარმოშობის ღვინიდან 4 ნახევრადტკბილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სტილის ღვინოებზე ძირითადი მოთხოვნა რუსეთის და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე მოდის. ნახევრადტკბილ ღვინოს ეტანებიან ჩინეთშიც.
ადგილობრივი ბაზარი
ადგილობრივი ღვინის ბაზარი დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება. ზოგიერთმა კომპანიამ, რომლებსაც წლების წინ მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაჰქონდათ ღვინო (ძირითადად რუსეთში), დღეს ქართული ბაზრის აქტიური ათვისებაც დაიწყეს. ბოლო წლებში ქვეყანაში 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო დარეგისტრირებული, ხოლო თავისი პროდუქციით ადგილობრივ ბაზარზე სულ 15-20-მდე კომპანია იყო ცნობილი. დღეს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
რაც დრო გადის, ქართველი ღვინის მწარმოებლები მით უფრო მეტად აცნობიერებენ ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელობას და გაყიდვების საერთო რაოდენობაც დღითიდღე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბოთლის ღვინის წილი ჯერ კიდევ დაბალია. ბოლო 5 წლის მანძილზე ბოთლის ღვინის გაყიდვებმა პირველ რიგში ტურისტების გამო მოიმატა, თუმცა ადგილობრივებიც უფრო მეტად ეტანებიათ ასეთ ღვინოს, გაჩნდა ათეულობით ახალი ღვინის მაღაზია და ბარი, სადაც მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული ღვინო იყიდება.
ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისმება, აქ ხვდება დიდი კომპანიების მიერ წარმოებული დაბალფასიანი ჩამოსასხმელი ღვინო და ბევრი ე.წ. ოჯახური ღვინოც, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დიდი რაოდენობით იწარმოება საქართველოში.
სამწუხაროდ, ზოგიერთ რესტორანში ჯერ კიდევ გვხვდება უხარისხო, დაავადებული, ზოგჯერ კი სულაც ფალსიფიცირებული ჩამოსასხმელი ღვინო. ცალკე თემაა რიტუალური დანიშნულების წვეულებები, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. სადაც 400-500 კაციან სუფრებზე ხშირად გაუგებარი წარმოშობის სასმელი იხარჯება. ამ პრობლემების მოგვარება, ფალსიფიცირებასთან უფრო ეფექტური ბრძოლა და ხარისხიანი იაფფასიანი ჩამოსასხმელი ღვინის გაჩენა ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანწილად შეცვლის დარგის პრიორიტეტებსაც და ვფიქრობ, ჭარბწარმოების პრობლემაც მოიხსნება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხის მოგვარება კვლავინდებურად საფრთხის ქვეშ დადგა იაფფასიან ქართულ ღვინოზე რუსული ბაზრის დიდი მოთხოვნების გამო.
ქართული ღვინის ექსპორტი
ქართული მეღვინეობა ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ღვინის გაყიდვები განუხრელად იზრდებოდა და ამ თვალსაზრისით პიკური 2006 წლის დასაწყისი იყო. რუსულ ემბარგომდე რამდენიმე თვით ადრე 100-მდე კომპანიამ გაიტანა ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2007-2010 წლებში ექსპორტიორთა რიცხვმა 60-70-მდე დაიკლო, ბოლო, 2017 წლის მონაცემების მიხედვით კი, სულ 265–მა კომპანიამ და მცირე მარანმა გაიტანა ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთ.
2013 წელს, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა რამდენიმე ისეთი კომპანიაც, რომელიც უმოქმედოდ იყო რუსული ემბარგოს წლებში, ან სპეციალურად რუსული ბაზრისთვის ჩამოყალიბდნენ. 2014 წლისთვის ისინი ლიდერის პოზიციებზეც გავიდნენ, კომპანიები, რომელთა ღვინოებს, როგორც წესი, თითქმის საერთოდ არ იცნობდნენ ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე და რომლებიც კონკრეტულად რუსეთის ბაზრისთვის იყო წარმოებული. 2018 წლის დასაწყისისთვის რამდენიმე ასეთი მსხვილი კომპანია კვლავინდებურად ფიგურირებს ექპორტიორთა სიაში.
ბოლო წლებში ქართული ღვინო გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და იგი მზად აღმოჩნდა ყველაზე გემოვნებიანი და სიახლის მაძიებელი მყიდველიც დააინტერესოს. დღეს სულ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი და ღვინით მოვაჭრე ყიდულობს ქართულ ღვინოს, კერძოდ კი ღვინოებს, რომლებიც განსაკუთრებული ინდივიდუალობით გამოირჩევიან და უნიფიცირებული თანამედროვე ბაზრის პირობებში ბევრისთვის იგი ერთგვარ თავშესაფრადაც იქცა. ეს პირველ რიგში ტრადიციული ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებულ ღვინოს ეხება, თუმცა გაყიდვების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და იმ ღვინის სახეობებზე მოდის, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო გავრცელებული.
2016–2017 წლის ქართული ღვინის ექსპორტი ასე გამოიყურება:
2016
- რუსეთი 27 222 076 მილიონი ბოთლი
- უკრაინა 5 811 050
- ჩინეთი 5 299 149
- ყაზახეთი 3 393 435
- პოლონეთი 2 329 820
- ლატვია 1 258 632
- ბელორუსია 1 174 362
- ესტონეთი 631 632
- ლიტვა 611 994
- აშშ 294 382
- გერმანია 292 454
- ყირგიზეთი 230 776
- კანადა 210 936
- იაპონია 159 654
- ტაჯიკეთი 123 192
- ჩეხეთი 119 648
- ინგლისი 97 226
- მონღოლეთი 92 172
- ისრაელი 85 380
- აზერბაიჯანი 80 592
2017
- რუსეთი 47 778 920
- უკრაინა 8 502 554
- ჩინეთი 7 585 407
- ყაზახეთი 3 322 867
- პოლონეთი 2 676 440
- ბელორუსია 1 827 130
- ლატვია 1 505 138
- ესტონეთი 525 212
- აშშ 457 920
- ლიტვა 416 874
- გერმანია 404 538
- ისრაელი 213 074
- კანადა 182 130
- მონღოლეთი 168 162
- იაპონია 155 100
- აზერბაიჯანი 141 294
- ყირგიზეთი 134 266
- საფრანგეთი 99 796
- ინგლისი 79 560
- თურქმენეთი 66 852
ბოლო 5 წლის მანძილზე ხუთეული თითქმის არ იცვლება. სტაბილურად პირველ ადგილზეა რუსეთი, ჩინეთი კი მეორე ადგილზე გადასვლას ცდილობს. კარგია, რომ რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ბელორუსია, ლატვიის გარდა ზრდა გვაქვს აშშ–ში, გერმანიაში, ისრაელში და საფრანგეთში, თუმცა კლება შეინიშნება დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში, ესტონეთში, კანადაში და იაპონიაში. იაპონიაში გასულ წელს და 2018 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხრივ და იმედია 2018 წელი გაცილებით წარმატებული აღმოჩნდება ქართული ღვინისთვის.
ექსპორტზე უფრო მეტად წითელი ღვინო გადის, დაახლოებით 70%, სადაც დიდი წილი ნახევრადტკბილ ღვინოებზე მოდის, თუმცა, როგორც გითხარით, სულ უფრო იზრდება მოთხოვნილება ექსკლუზიურ ღვინოებზეც. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, საფრანგეთში და გერმანიაში 2017 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით ნატურალური ღვინო გავიდა. ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება ამ ქვეყნებში.
ქართულ ღვინოს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, რის გამოც იგი საინტერესო შეიძლება გახდეს უცხოელი მყიდველისთვის. პირველრიგში ესაა ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს ბევრ სიახლეს პირდება, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მობეზრდა გლობალიზებული გემოები და სიახლეს ეძებს. მეორე - საქართველოს სამართლიანად დაუმკვიდრდა ღვინის სამშობლოს ტიტული. აქ კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი კვალია აღმოჩენილი და რაც მთავარია, მეღვინეობის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში უწყვეტია, განსხვავებით მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის იმ ქვეყნებისგან, სადაც ასეთი არქაული ნაკვალევია აღმოჩენილი. აქედან გამომდინარეობს მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც ტრადიციულ ქართულ, მსოფლიოში უძველეს ტექნოლოგიას გულისხმობს, ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის დეკემბერში, Unesco-მ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
ამ ფაქტმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ბოლო წლების მანძილზე მკაფიოდ ჩამოყალიბდა ჩვენი ღვინის კულტურის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა, ტრადიციული, ქვევრის ღვინო, რომელიც მართალია მცირე რაოდენობით იწარმოება, მაგრამ სამაგიეროდ ღვინის მოყვარულთა უდიდესი ყურადღებით სარგებლობს და მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს მომავალს. მალე, იმედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება ქვევრის ღვინის არჩევანი, მეტი ცოდნა გავრცელდება მის შესახებ და უფრო მომთხოვნი ღვინის მოყვარულების რიცხვიც გაიზრდება, ვინც არამხოლოდ ქვევრის სახელით მოიხიბლებიან, არამედ ნამდვილი, მართალი, ჯანსაღი ქვევრის ღვინის გემოც ეცოდინებათ.
© მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის გზამკვლევი 2018
სად და რა ფასად შეგვიძლია შევიძინოთ ვაზის ნერგები
ლევან სეფისკვერაძე
საქართველოს მევენახეობაზე დაკვირვებულ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ავტორებს, შენიშნული აქვთ, რომ ქართველ მეურნეს წესად ჰქონდა საკარმიდამო მამულში არა ერთი, არამედ რამდენიმე ჯიშის ვენახის გაშენება იმ ვარაუდით, რომ თუ უამინდობა ან მავნებელი ერთი ჯიშის ვაზს დააზიანებდა, სხვა ჯიში გადარჩებოდა და ოჯახი სულ უღვინოდ არ დარჩებოდა, რაც ყოველთვის დიდ დანაკლისად აღიქმებოდა.
ბუნებრივია, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, ქართველ გლეხს ორიენტაცია ყველაზე გამოცდილ და მისადაგებულ ჯიშებზე ჰქონდა აღებული. ზოგადად კი ვაზის ჯიშების გამოყვანაში სიახლის გრძნობა და შეჯვარების უდიდესი ენთუზიაზმი მას არასდროს და უკარგავს. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც მევენახე და ვაზის ჯიშების გამომყვანი, სრულიად სხვადასხვა ადამიანები არიან და მევენახეები ვაზის ნერგებს როგორც წესი სანერგეებში ყიდულობენ.
უკანასკნელ წლებში მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანები ვენახებს საქართველოს მევენახეობით ცნობილ თითქმის ყველა კუთხეში აშენებენ. ხშირია ექსპერიმენტებიც, როდესაც ერთი რეგიონის აბორიგენულ ჯიშებს სულ სხვა მხარეში აშენებენ და უნდა ითქვას, რომ ასეთი მცდელობები საკმაოდ საინტერესო შედგებითაც მთავრდება ხოლმე.
აჭარა და ლეჩხუმი
როდესაც საქართველოში ვენახის გაშენებას გადაწყვეტენ, საძირეს ძირითადად ყიდულობენ კახეთში და მისი ფასი დაახლოებით 2-2,5 ლარია (საუბარია რქაწითელის სტანდარტულ ნერგზე). თუმცა, მკვეთრი სხვაობაა სანერგეების მიერ დაწესებულ ფასებს შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მაგალითად, ტვიშში (ლეჩხუმი) არის საძირე მეურნეობა, სადაც სერტიფიცირებული (გარანტიით) მაღალხარისხიანი საძირეების შეძენა არის შესაძლებელი, თუმცა მისი ფასი 7-8 ლ ფარგლებშია. მენერგეების განმარტებით, მაღალი ფასი გამოწვეულია იმით, რომ საძირე იმპორტირებულია აშშ-დან და ევროპიდან და ვაზი უფრო გამძლეა და შედარებით ნაკლებ შეწამლას საჭიროებს. რაჭაში ამჟამად ვაზის სანერგე სამწუხაროდ არ ფუნქციონირებს და რაჭველ მევენახეებს ნერგების შესაძენად ლეჩხუმში ან იმერეთში უწევთ წასვლა.
აჭარაში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ფუნქციონირებს საკმაოდ დიდი სანერგეები, სადაც უკვე ხუთ წელზე მეტია შესაძლებელია როგორც ზოგადად დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები (ცოლიკოური, ციცქა და ჩხავერი) ასევე საკუთრივ აჭარული ვაზის ნერგების შეძენაც. აჭარულ სანერგეებში ერთი ძირი ჩხავერის ნერგის ფასი 3 ლარიდან იწყება, ერთი ძირი ძველი აჭარული საღვინე ვაზის ჯიშის, საწურის ნერგის ფასი კი 5 ლარია.
რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ღვინის კლუბის ხელშეწყობით, ორგანიზაცია CENN-მა ქედას მუნიცილიტეტის სოფელ მერისში მეწყერისგან მოსახლეობის დაცის მიზნით მცირე პროექტი განახორციელა და მოსახლეობას ჩხავერის ნერგები დაურიგა. ამჟამად ამ ნერგებისგან მერისელებს უკვე საკუთარი მცირე ვენახები აქვთ და ორმა მევენახემ მენერგეობასაც მოჰკიდა ხელი. მერისში გამოყვანილი ჩხავერის ნერგების ფასი 2.5 ლარია.
სამეგრელო და გურია
სამეგრელსა და გურიაში ვაზის ნერგების გამოყვანის ტრადიცია უკანასკნელ წლებში კვლავ იღვიძებს. მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სალხინოსა და თარგამეულში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წინასწარი შეკვეთის შემთხვეაში მეგრული ოჯალეშის ნერგებს დაახლოებით სამ ლარად გამოიყვანენ. გურიაში საკუთრივ ვაზის მყნობაზე სპეციალიზებულ მერნერგეებს ვერა, თუმცა ხეხილის გამომყვან სპეციალისტებს ნამდვილად შეხვდებით და მაგალითად, სოფელ ბახვში ერთ ძირ ორწლიან ჩხავერს 2 ლარად შეიძენთ.
იმერეთი
იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საკუთრივ ქალაქი თერჯოლა და სოფელი ღვანკითი ითვლება იქაური მენერგეობის უმთავრეს კერად. დღეს ამ მხარეში ვაზის ნერგების გამოყვანით კერძო ოჯახებია დაკავებული. დაახლოებით 50 ოჯახი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე. შარშან თერჯოლაში ციცქა და კრახუნა 2.5 ლარი ღირდა, წელს კი უკვე 3 ფასი და 4 ლარია (გააჩნია ხარისხს). ოცხანური საფერეს ნერგები თერჯოლაში 5 ლარი ღირს, სხვა იშვიათი იმერული ვაზის ჯიშების შოვნა კი დღეს სამწუხაროდ შეუძლებელია და მევენახეებს საკუთარი ძალებით უწევთ კვირტების მოძიება და მყნობა.
ქართლი
ქართლში ყველასთვის კარგად ცნობილი სოფელ ჯიღაურას (მცხეთის მუნიციპალიტეტი) სანერგე მეურნეობა მდებარეობს, რომელიც წლების მანძილზე კერძო მფლობელობაში იყო. ამჟამად იგი სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯიღაურას ნერგების ფასი საკმაოდ ძვირია და 4 ლარიდან იწყება. ჯიღაურას ეროვნულ სანერგე მეურნეობას ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების კუთხით ანალოგი არ ყავს და მევენახეებს იშვიათი ვაზის ჯიშების მოძიება სწორედ ამ სანერგეში შეუძლიათ.
ქართლში ჯიღაურას სანერგეს გარდა, მცხეთაში და კასპში რამდენიმე ახალშექმნლი კერძო სანერგეცაა, სადაც ქართლური ვაზის ნერგები შედარებით იაფად იშოვება. მაგალითად, სოფელ ოკამში, ცნობილ მყნობელ ოჯახ ნავროზაშვილებთან ძირი ერთწლიანი ჩინურის ნერგის შეძენა წელს 2.5 და 3 ლარადაა შესაძლებელი. ანალოგიური ფასი ღირს გორული მწვანეს ნერგიც, თუმცა გორული მწვანის შეძენა მხოლოდ წინასწარი შეკვეთის შემთხვევაშია შესაძლებელი. ასევე წინასწარი შეკვეთაა საჭირო წითელყურძიანი ქართლური ვაზის ნერგების - შავკაპიტოსა და თავკვერის შესაძენად.
კახეთი
კახეთში როგორც ყურძნის მოსავლისა და შესაბმისად დაწურული ღვინის რაოდენობის მხრივ, სანერგეების კუთხითაც ლიდერია. კახეთის პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში ნახავთ ე.წ. მყნობელ ოჯახებს, რომლებიც მასობრივად ცნობილი საფერავისა და რქაწითელის ნერგების გარდა უკვე ქისს, ხიხვს და მწვანე კახურსაც ყიდიან. თუმცა, ხშირად ფასების კუთხით ამ სანერგეებში დიდი განსხვავებაა.
მაგალითად, თელავის სოფელ კისისხევში რქაწითლის ერთი ძირი ნერგის შეძენა 1.5 ლარადაა შესაძლებელი მაშინ, როდესაც ყვარელის მუნციპლიტეტის სოფელ ჭიკაანში კარგ ნერგს 2 ლარზე ნაკლებ ვერ იშოვით. დიდი მოთხვნაა საფერავის ნერგებზე. მენერგეობით განთქმულ სოფელ კონდოლში (თელავის მუნიციპალიტეტი) ნერგები ძირითადად წინასწარი შეკვეთის პირობით იყიდება და საფერავს 2.5 ლარად, რქაწითელს კი 2 ლარად იყიდით.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არგოხსა და მაღრაანში ბოლო ორი წელია რაც რამდენიმე ოჯახმა მენერგეობას მიჰყო ხელი და ძირითადად ქისისა და ხიხვის ნერგები გამოყავთ. ამ ნერგების ფასი ხარისხის მიხედვით 2.5-3 ლარია. ასევე ამზადებენ მწვანე კახურის ნერგებსაც, რომელზე მოთხოვნაც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა.
მწვანე კახურის, საფერავის და რქაწითელის ნერგებს ყიდიან ქალაქ ახმეტაშიც და მათი ფასი 2 ლარიდან იწყება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ამ კუთხით მოიკოჭლებს და იქაურ მევენახეებს ნერგები უმეტესად გურჯაანის მცირე სანერგეებიდან მიქვთ, ანდა სოფელ მანავში მდებარე საოჯახო სანერგეში მიდიან, სადაც ერთი ძირი რქაწითელი 3 ლარი ღირს, რაც გლეხისა და მცირე მარნებისათვის ზედმეტად ძვირი ფასია.
ისევე როგორც ქართლში, კახეთშიც იშვიათი ჯიშებით დაინტერესების შემთხვევაში, მენერგეებთან ვაზის ახლადაჭრილი კვირტები თავად მევენახეებს მიაქვთ (ან თავად ამყნობენ) ესეც წინასწარი გარიგებით ხდება იმ შემთხვევაში, თუ მენერგეებს სხვა დიდი შეკვეთები არა აქვთ. ამგვარად დამყნობილი ძირების ფასი პირველ რიგში ცხადია მოლაპარაკებაზეა და დაახლოებით 1 ლარიდან იწყება.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს ძირითადი ნიადაგები
აჭარის ნიადაგების გეოგრაფია და მათი აგროსაწარმოო გამოყენება
შაქრო ფალავანდიშვილი, აჭარის ნიადაგების გეოგრაფია და მათი აგროსაწარმოო გამოყენება. ბათუმი, ბათუმის უნივერსიტეტი, 2003.
საქართველოს ჰავა
მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალი” 11 მაისს გაიმართება
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
“საქართველოს ღვინის კლუბი” იუბილესთან დაკავშირებით წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და სადაც 2 იუბილესთან დაკავშირებით, 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი)და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 11 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2018 წლის) საუკეთესო ღვინოებს. თუმცა 11 მაისამდე მთელი კვირის განმავლობაში წინასაფესტივალო განწყობა იქნება ქალაქში – მაისის პირველ შაბათს, 4 მაისს კლუბი სპეციალურ, იუბილეებისადმი მიძღვნილ დეგუსტაციას გამართავს, სადაც მხოლოდ 2009–2010 წლის ღვინოები იქნება წარმოდგენილი.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის:
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 15 აპრილისა.
მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი) და შევსებული ანკეტა.
მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.
ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.
სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688
ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე
ნიმუშების მიღება დაიწყება დღეიდან, 25 თებერვლიდან!
E-mail: info@wineclub.ge
ანკეტა გადმოწერეთ აქედან
ფესტივალში მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის გამოქვეყნდება 27 თებერვალს
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
საოჯახო მარნების მონაწილეობის პირობები 2019 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე
11 მაისისთვის, ახალი ღვინის ფესტივალი 2019 -ში მონაწილე საოჯახო მარნები დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 15 აპრილისა.
მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.
სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ 'ღვინის კლუბი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის საფასურის გადახდის ქვითარი.
მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.
ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.
სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688
ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე
ნიმუშების მიღება დაიწყება დღეიდან, 25 თებერვლიდან!
E-mail: info@wineclub.ge
ანკეტა გადმოწერეთ აქედან
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის - ახალი ღვინის ფესტივალი 2019
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
“საქართველოს ღვინის კლუბი” იუბილესთან დაკავშირებით წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და სადაც 2 იუბილესთან დაკავშირებით, 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.
როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.
ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.
ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 11 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2018 წლის) საუკეთესო ღვინოებს. თუმცა 11 მაისამდე მთელი კვირის განმავლობაში წინასაფესტივალო განწყობა იქნება ქალაქში – მაისის პირველ შაბათს, 4 მაისს კლუბი სპეციალურ, იუბილეებისადმი მიძღვნილ დეგუსტაციას გამართავს, სადაც მხოლოდ 2009–2010 წლის ღვინოები იქნება წარმოდგენილი.
ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.
ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის იხილეთ აქ.
ფესტივალში მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის:
ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ, რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 2019 წლის 5 აპრილისა.
რეგისტრაციისთვის საჭიროა: 1 მარტიდან - 5 აპრილამდე, ღვინის კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა, რომლის საფუძველზეც, გაფორმდება ხელშეკრულება.
სარეგისტრაციო ანკეტა ჩამოტვირთეთ აქედან.
იჩქარეთ! ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.
@ საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
წირქვალის თეთრი
გიორგი ბარისაშვილი
წირქვალის თეთრი იმერული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ის ატარებს ჭიათურაში მდებარე სოფლის სახელს, რომელიც ზღვის დონიდან 700 მეტრზე მაღლაა გაშენებული. როგორც ცნობილია, ამსოფელში ეს ვაზის ჯიში ადრიდანვე იყო გავრცელებული.
ჯიშის ყვავილი ორსქესიანია. მისი მტევანი საშუალო ზომისაა, ხოლო მოსავალი, კარგად მოვლის შემთხვევაში დაახლოებით 7-8 ტონას შეადგენს. მისგან დგება ნაზი, სურნელოვანი და ხალისიანი ღვინო. ჭაჭაზე დადუღების შემთხვევაში კი შედარებით ძლიერი და შინაარსიანია. კარგი შედეგი უნდა ჰქონდეს ქვევრში დაყენებას იმერული მეთოდით (30% ჭაჭა).
სოფელი წირქვალი ძველ წერილობით წყაროებში მოხსენიებულია, როგორც მექვევრეობით განთქმული ადგილი. ასერიგად, ეს სოფელი ძალიან საინტერესოა, როგორც მევენახეობის, ისე მექვევრეობის მხრითაც. სამომავლოდ შესაძლოა განხილული იქნეს სოფლის „მიკროზონად“ დარეგისტრირების საკითხიც.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი